განცხადება
ქართული დიასპორის / Georgische Diaspora e.V.
ქართული ასოციაცია გერმანიაში.
ძვირფასო გერმანიის ქართული დიასპორების და ქარტულ გერმანული ორგანიზაციის მმარტველი საბჭოების წარმომადგენლებო,
საქართველოში გლობალური გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების დროს, საზღვარგარეთ ქართულ საზოგადოებას ექმნება უნიკალური შესაძლებლობა, შეიტანოს გრძელვადიანი წვლილი ჩვენს სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებებისა და პროევროპული მისწრაფებების ხელშეწყობაში.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით, ჩვენ, ქართული დიასპორა გვინდა წამოვიწყოთ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ძლიერი მხარეების გაერთიანებას და გერმანიაში არსებული ქართული ფერაინების ერთად მოქმედებას.
ჩვენი წინადადებაა, გავერთიანდეთ საერთო ქოლგის ქვეშ, „გერმანული ასოციაციები საქართველოსთვის“, რათა კოორდინირებული მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოში დემოკრატიულ და პროევროპულ პარტიებს.
ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ მიზნად ვისახავთ მოვაწყოთ არჩევნების სადამკვირვებლო მისია, რომელიც საშუალებას მოგვცემს პირდაპირ და მიუკერძოებლად შევხედოთ საარჩევნო პროცესს. ეს მისია გადამწყვეტია არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და საქართველოს დემოკრატიული პროცესებისადმი. ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.
ჩვენ ვიწვევთ გერმანიის ყველა ქართულ ორგანიზაციას, შემოგვიერთდნენ როგორც თანაბარი პარტნიორები და გახდნენ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილი. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ უფრო ძლიერი და გავლენიანი ხმა საქართველოს მხარდასაჭერად დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა. არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა უშუალოდ წვლილი შევიტანოთ იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და პოპულარიზაციაში, რომელიც ყველასთვის ძვირფასია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის და შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. ჩვენ ერთად გვაქვს ძალა განვახორციელოთ პოზიტიური ცვლილებები და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მომავალში. ჩვენ ველით თქვენს მხარდაჭერას და თანამშრომლობას.
საუკეთესო სურვილებით,
პატივისცემით
Georgische Diaspora e. V.
მმართველი საბჭოს წევრები
დარინა მიქელაძე
ნანა ქირია
იაგო ფრანგიშვილი
გელა შამათავა
ქართული დიასპორა / Georgische Diaspora e. V.
Polarweg 17
22145 Hamburg
info@georgische-diaspora.com
Mit Vereins
arbeiten Begonnen
Am 7. Januar 2024 konstituierte sich unser Verein mit seiner ersten offiziellen Sitzung nach der Gründung, womit wir nunmehr offiziell unsere Aktivitäten aufgenommen haben.
Hinterlasse einen Kommentar
Du musst angemeldet sein, um einen Kommentar schreiben zu können.